Latest Entries »

23 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა Google-ის სემინარი: „ Google–ის ტექნოლოგიები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“.  სემინარს დაესწრნენ ქართული ბიზნეს ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები როგორიცაა: საქართველოს ღვინის ასოციაცია, საქართველოს ჩაის ასოციაცია, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს რძის მწარმოებელთა, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია და სხვ. ასევე, წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო სააგენტო და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურიდან.

სემინარი ჩაატარეს Google–ის ექსპერტმა და თანამშრომლებმა.  საუბარი იყო Google-ის როლზე მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურად წარმართვაში, Google-ის იმ მომსახურეობებზე რომლებიც უფრო მოსახერხებელს ხდიან ურთიერთობას მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. განხილული იყო Google-ის ტექნოლოგიების გამოყენების ნამდვილი, წარმატებული მაგალითები და გამოცდილებები .


Google Apps, Google Places, Google Adwords ეს არასრული ჩამონათვალია Google-ის იმ პროდუქტებისა რომელთაც შეუძლიათ ბიზნესს უმცირესი დანახარჯებით დიდი მოგება მოუტანოს, ისეთ ქსელთან დაკავშირებით როგორიც Google-ია და რომლითაც ყოველდღიურად 300 -ზე მეტი მილიონი ადამიანი სარგებლოს მსოფლიოს მასშტაბით.

21 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ქორთიარდ მარიოტში გაიმართა Google-ის კონფერენცია, თბილისის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის (GTUG) დაარსების ცერეონიალი. კონფერენციას დაესწრნენ ახალგაზრდა პროგრამისტები, ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, აიტი კომპანიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები.

სემინარი ჩაატარა უკრაინელმა ექსპერტმა, კიევის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის დამაარსებელმა ვლადიმერ ივანოვი. ასევე  Google-ის ვიდეოკონფერენციის სისტემის მეშვეობით მოხდა ჩართვები Google-ის ქართველ და უცხლოელ სპეციალისტებთან და GTUG ის წევრებთან მსოფლიოს 3 კონტინენტის 6 ქვეყნიდან.კონფერენციას სტუმრობდა Google-ის თანამშრომელი იგორ მაჰანიოკი შვეიცარიის, ციურიხის ოფისიდან.

 

GTUG (Google Technology Users Group) – Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი კომპანია Google-ის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეისათვის იგი 95 ქვეყანას აერთიანებს და ყოველწლიურად 1000ზე მეტ ღონისძიებას მართავს.

GTUG-ის საქართველოში დაარსება ქვეყანისათვის საკმაოდ მ0ნიშვნელოვანია. მის ფარგლებში მოხდება დაინტერესებული პროგრამისტებისა და Google-ს ექსპერტების თანამშრომლება, კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნის GTUG ჯგუფის წევრებთან.

ეს ჯგუფი  ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და Android აპლიკაციების შექმნას.  ასევე დაეხმარება ქართველ პროგრამისტებს აპლიკაციების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გატანაში.

 

 

28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინურ კომპანია ”HUAWEI”-სთან. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ.

ჩინურ კომპანია ”HUAWEI”-სთან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ საქართველოს გადმოეცემა 370.000 დოლარის ღირებულების დატა-ცენტრი, ასევე უახლესი VDI ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერი სრული კომპლექტაციით. ეს არის სამხრეთ კავკასიაში ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიის პირველი ასეთი მსხვილი დონაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას, მთავრობაში თანამედროვე დატა-ცენტრების და Cloud სისტემების გამოყენებას, რესურსების ოპტიმიზაციას. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ექსპორტზე ორიენტირებული IT-ინდუსტრიის გასავითარებლად.

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას ექსპორტზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, სადაც ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან. ამ თვალსაზირისით, კი თანამშრომლობა ჩინურ მხარესთან მნიშვნელოვანია.

კომპანია ”HUAWEI” წარმოადგენს მულტინაციონალურ კომპანიას 110.000 თანამშრომელით 140- ზე მეტ ქვეყანაში. ”HUAWEI” არის მსოფლიოს მაშტაბით სიდიდით მე-2-ე სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია. 2010 წელს ”HUAWEI”-ის შემოსავალმა 28 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2011 წელს კომპანიის მოგების 24 პროცენტი ზრდა არის მოსალოდნელი. ”HUAWEI”-ს საკუთარი კვლევითი ცენტრები 20 ქვეყანაში აქვს, სადაც თანამშრომელთა 46 პროცენტი კვლევითი მიმართულებით არის დასაქმებული.

საქართველოში პირველად, ამა წლის 27 დეკემბერს, 20 საათზე ბოულინგ ცენტრალში    გაიმართება ბლოგინგის ბოულინგის დღე.  ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღო 70-მდე წამყვანმა ქართველმა ბლოგერმა. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა. ღონისძიების მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო.

ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა. ბლოგერებმა შეაგროვებეს ნაძვის ხის სათამაშოები და სხვა საახალწლო ნივთები,  რომლებიც შემდეგ, გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრს გადაეცა.

ჩემპიონატის მონაწილეებმა თავდაპირველად იასპარეზეს 5 კაციან ჯგუფებში, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც ჯგუფურ ისე ინდივიდუალურ შეჯიბრში.  საუკეთესო მოთამაშე მამაკაცის ტიტული მიიღო ირაკლი ქილიფთარმა, ხოლო ქალის – თიკო გაბუნიამ. ბოულინგის პარალელურად გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაშები და გამოვლინდა წლის ნომინაციებში ბლოგერებს შორის.

ღონისძიების მიზანი იყო სოციალური მედიის განვირთარების ხელშეწყობა, ქართველი ბლოგერების დამეგობრება და მათი წახალისება. ორგანიზატორები გეგმავენ მსგავსი ღონისძიების ყოველწლიურად ჩატარებას.

ეკონომიკის სამინისტროში Android პროგრამისტების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრა მობილური ტექნოლოგიების დარგის სპეციალისტი კახა კახიძე. ბატონმა კახამ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა  და მისცა რჩევები პროფესიული საქმიანობის განვითარებისათვის. ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა Android მიმართულებები და  იდეები საქართველოს ახალგაზრდა Android პროგრამისტების სამომავლო პროექტებისათვის . აღნიშნული შეხვედრა გაცნობით, საორიენტაციო ხასიათს ატარებდა. მომავალში Android პროგრამისტთა ჯგუფი გეგმავს სისტემატურ შეხვედრებს, ჯგუფის გაფართოებს, კონკრეტული პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო Android პროგრამისტთა გაერთიანებებთან თანამშრობლობას.

გაცნობებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი – ”8” შეიცვლება  და ამოქმედდება ეროვნული პრეფიქსი – ”0” და საერთაშორისო პრეფიქსი – ”00”, შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07 -ით, 8-10 შეიცვლება 10-10 -ით, 8-11 შეიცვლება 10-11 -ით, 8-16 – შეიცვლება 10-16 -ით, 8-18 შეიცვლება 10-18 -ით და ა.შ. .

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი – ”8” ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი – ”0” და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ:

  • საქალაქთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება ეროვნული პრეფიქსი – ”0”, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსი – ”0” , შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქი კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი.
  • საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება საერთაშორისო პრეფიქსი – ”00” შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი – ”00”, შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება.

ძველი და ახალი პრეფიქსების და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო – საცნობარო სამსახურებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს კომუნიკაციების

ეროვნული კომისია

ქალაქი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი

ახალი კოდები საქალაქთაშორისო და შემომავალი საერთაშორისო კავშირისთვის

1

თბილისი

32

2

აბაშა

412

3

ადიგენი

366

4

ამბროლაური

439

5

ასპინძა

364

6

ახალგორი

342

7

ახალქალაქი

362

8

ახალციხე

365

9

ახმეტა

349

10

ბათუმი

422

11

ბაღდათი

434

12

ბოლნისი

358

13

ბორჯომი

367

14

გაგრა

443

15

გალი

447

16

გარდაბანი

372

17

გორი

370

18

გუდაუთა

444

19

გულრიფში

448

20

გურჯაანი

353

21

დედოფლისწყარო

356

22

დმანისი

360

23

დუშეთი

346

24

ვანი

432

25

ზესტაფონი

492

26

ზუგდიდი

415

27

თეთრიწყარო

359

28

თელავი

350

29

თერჯოლა

491

30

თიანეთი

348

31

თიღვი

374

32

კასპი

371

33

ლანჩხუთი

494

34

ლაგოდეხი

354

35

ლენტეხი

437

36

მარნეული

357

37

მარტვილი

418

38

მესტია

410

39

მცხეთა

373

40

ნინოწმინდა

361

41

ონი

473

42

ოზურგეთი

496

43

ოჩამჩირე

445

44

რუსთავი

341

45

საგარეჯო

351

46

სამტრედია

411

47

საჩხერე

435

48

სენაკი

413

49

სიღნაღი

355

50

სოხუმი

442

51

სტეფანწმინდა

345

52

ტყიბული

497

53

ტყვარჩელი

446

54

ფოთი

493

55

ქარელი

369

56

ქედა

425

57

ქობულეთი

426

58

ქუთაისი

431

59

ყვარელი

352

60

ჩოხატაური

419

61

ჩხოროწყუ

417

62

შუახევი

424

63

ცაგერი

472

64

ცხინვალი

344

65

წალენჯიხა

416

66

წალკა

363

67

წყალტუბო

436

68

ჭიათურა

479

69

ხარაგაული

433

70

ხაშური

368

71

ხობი

414

72

ხონი

495

73

ხულო

423

74

ხელვაჩაური

427

75

ჯავა

347

საქართველოს სატელეფონო ქსელებში ახალი ნუმერაციის დანერგვის შემდეგ სავიზიტო ბარათებზე, ბლანკებზე, ბუკლეტებზე და სხვა  შემდეგი  სახით იქნება ასახული  სატელეფონო ნომრები :

ტელ : +995 32 2xx xxxx (ქ.თბილისი) ; + 995 422 2x xxxx  (ქ. ბათუმი) ; + 995 431 2x xxxx (ქ.ქუთაისი) და ა.შ.

 ფაქსი :  +995 32 2xx xxxx (ქ.თბილისი) ; + 995 422 2x xxxx  (ქ. ბათუმი) ; + 995 431 2x xxxx (ქ.ქუთაისი) და ა.შ.

 მობ :  +995 599 xx xxxx (მაგთი);  +995 579 xx xxxx (ბილაინი); +995 577 xx xxxx (ჯეოსელი)  და ა.შ.

 შენიშვნა : ქ.თბილისში იმოქმედებენ-შვიდ ციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებში ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრები, რისთვისაც ფიქსირებული სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება ციფრი  ”2” ხოლო დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან;

მობილური სატელეფონო ქსელების ოპერატორების კოდებს დაემატება ციფრი ”5” ხოლო დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან.

კომპანია HP-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მომორანდუმის ფარგლებში, რომლის შესაბამისად HP-მ საქართველოში კოლექტიური IT მომსახურების და მონაცემთა შენახვის (დატა) ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს სამინისტროში  იმყოფება კომპანია HP- ის დელეგაცია.

ცენტრის დაფუძნების პარალელურად, HP საქართველოს მთავრობასთან ერთად საერთო ინიციატივის წამოწყებას გეგმავს, რომელიც საქართველოში IT სექტორის განვითარებას ემსახურება. განზრახვების მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილია ინიციატივა IT სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, უნივერსიტეტებში IT ინოვაციების ხელშეწყობისათვის და IT ინკუბატორების განვითარების პროცესში მხარდაჭერას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ცენტრის შესაქმნელად HP საქართველოში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს და ასობით ქართველი IT სპეციალისტის დასაქმდებას. შესაბამისად, ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ქვეყნიდან გაუსვლელად წარმოაჩინონ საკუთარი თავი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ IT კომპანიაში. შედეგად საქართველოს კონკურენტუნარიანობა IT-ს საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება და გაამტკიცებს ჩვენი ქვეყნის, როგორც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმზიდველი ქვეყნის პოზიციებს.

1.      მომზადდა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“;

2.      მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“;

3.      გაფორმდა ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

4.      შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „ინდოეთის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

5.      მომზადდა და რუმინეთის მხარისათვის შესათანხმებლად გადაცემულია ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „რუმინეთის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროსა და საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

6.      შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის ხელშეკრულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ფოსტის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

7.      მომზადდა და შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის განზრახულობათა ოქმის პროექტი „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საფოსტო კავშირის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის  შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე“;

8.      შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობისა და ინფორმატიზაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

9.      ITU–ი ექსპერტთა ტექნიკური დახმარებით შემუშავებული იქნა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და მისი განხორციელების ღონისძიებათა გეგმის პროექტი“, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის წარედგინა საქართველოს უშიშროების საბჭოს;

10.  გამოცემული იქნა 8 დასახელების ახალი საფოსტო მარკა;

11.  ჩატარებული იქნა ITU-ს სრულუფლებიან კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ;

12.  ჩატარდა IT Start-up დღეები საქართველოში, რომეზეც წარმოდგენილი იყო 20  Start-up პროექტის იდეა;

13.  ევროკომისიასთან ერთად, ჩატარდა კონფერენცია „ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობის სისტემიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“;

14.  ITU–ს ექსპერტებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა  საქართველოში ციფრული მაუწყებლობის განვითარების კომპლექსური პროექტის შემუშავებაზე;

15.  ხელი მოეწერა სამინისტროსა და კორპორაცია HP-ის შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს;

16.  ჩატარდა კონფერენცია თემაზე „საქართველოში ელექტრონული საზოგადეობის ჩამოყალიბებისათვის სასურველი პირობების შექმნა“;

17.  მომზადდა ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და IT ინოვაციების ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

18.  მომზადდა ქვეყანაში დისტანციური მუშაობის განვითარების სტრატეგია;

19.  ორგანიზებულ იქნა შეხვედრები კალიფორნიაში წამყვან IT კომპანიებთან Cisco, IBM, HP, Oracle, Intel, Google რის შედეგადაც მიღწეულ იქნა აღნიშნულ კომპანიებთან სხვა და სხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების პირობა;

20.  განხორციელდა ვიზიტი ინდოეთის ქალაქ ბანგალორში ტექნოლოგიური პარკის მოდელის შესასწავლად, დამყარებულ იქნა კონტაქტები პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე წამყვან ინდურ კომპანიებთან, ინდური კომპანიების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ქართული სოფტვეერული კომპანიებისასთვის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით;

21.  ჩატარებულ იქნა ქართული  ბლოგინგის დღეები, სადაც შეიქმნა რესურსი საექსპერტო ინფომაციით დამწყები ბლოგერებისათვის, ასევე შემუშავდა რეკომენდაციები მთავრობისათვის სოციალური მედიის მიმართუელბით განსახორციელებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, განხორციელდა სტრატეგაზე მსჯელობა საქართველოზე საინფორმაციო შეტევების შემთხვევაში კოორდინირებულ ქმედებებთან დაკავშირებით;

22.  ჩატარდა მრგვალი მაგიდა ”საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარების პერსპექტივების” საკითხზე.

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.