Archive for March, 2010


მთავრობათაშორისო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო თანამგზავრული ორგანიზაცია (ITSO) თავდაპირველად იყო ცნობილი ”INTELSAT”  აბრიავიატურით, მისი  დაარსება 1964 წლის აგვისტოში მოხდა ამერიკის შეერტებული შტატების და რამოდენიმე ქვეყნის ინიციატივით, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციას შეუერთდა  2000 წლის 27 ოქტომბერს, 2001 წელს ”INTELSAT”-მა   განიცადა მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია, მოხდა მისი პრივატიზება და გლობალური თანამგზავრული სისტემა გადაეცა კომპანიას,  რომელიც ჩამოყალინდა როგორც ”INTELSAT, L.t.d”, ხოლო საერთაშორისო მთავრობათაშორისო სატელეკომუნიკაციო თანამგზავრული ორგანიზაციას (ITSO) დაეკისრა ზედამხედველობის ფუნქცია კერძო კომპანია  ”INTELSAT, L.t.d”-ზე, რათა აღნიშნულ კომპანიამ უზრუნველყოს საზოგადოებრივი სატელეკომუნიკაციო მომსახურებები არადისკრიმინაციულობის საფუძველზე.

UPUმსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU) შეიქმნა 1874 წელს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში. ის უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) შემდეგ. საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია 1993 წლის 1 აპრილიდან.

UPU აერთიანებს 190 წევრ სახელმწიფოს და არეგულირებს მსოფლიოს ამ კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციათა და ოპერატორი კომპანიების ურთიერთობებს, ადგენს საფოსტო ქსელების განვითარების და ფუნქციონირების ნორმებს, რომელთა განხორციელებაც ნებისმიერი წევრი ქვეყნის ქსელისთვის აუცილებელია.

საერთაშორისო საფოსტო კავშირს მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ საერთაშორისო ორგანოებთან როგორებიცაა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (ATA) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO), აგრეთვე მჭიდრო ურთიერთობები აქვს გაეროს განვითარების პროგრამებთან. საფოსტო კავშირი ასევე მჭიდრო თანამშრომლობაშია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტთან, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო საფოსტო კორპორაციასთან.

UPU -ს სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს წესდება და კონვენცია.

UPU – ს ორგანოებს წარმოადგენს საფოსტო კონგრესი; ადმინისტრაციული საბჭო; ექსპლუატაციის საბჭო;  საერთაშორისო ბიურო.

UPU-ს ძირითადი მისიაა უზრუნველყოს უწყვეტი, ხარისხიანი, უნივერსალური, ეფექტური და ხელმისაწვდომი საფოსტო მომსახურება კავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებს შორის  განვითარდეს სოციალური და კომერციული ურთიერთობები.

ევროპის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ადმინისტრაციების კონფერენცია (CEPT) შეიქმნა 1959 წელს და დღესდღეობით აერთიანებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 48 ქვეყანას რითიც ფარავს თითქმის ევროპის  მთელს გეოგრაფიულ ტერიტორიას. საქართველო ევროპის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ადმინისტრაციების კონფერენციის  წევრია 2006 წლის 10 აპრილიდან.

CEPT – - ის ძირითადად ფუნქციას წარმოადგენს პოლიტიკის შეიმუშავება და რეგულირების საკითხების გადაწყვეტა. მისი მიზანია ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროში დინამიური ბაზრის შექმნა.

გაერთიანების ადმინისტრაციები ჩვეულებრისამებრ წელიწადში ორჯერ იკრიბებიან ასამბლეაზე, სადაც წყდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სტრატეგიული საკითხები სატელეკომუნიკაციო და საფოსტო სექტორში.

წევრ ადმინისტრაციებს შორის ურთიერთობები რეგულირდება CEPT-ის წევრი ადმინისტრაციებს შორის მიღებული შეთანხმების, ნორმებისა და პროცედურების საფუძველზე.

ტელეკომუნიკაციების  სფეროში გაეროს (UN) სპეციალიზებული ორგანიზაცია  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) შეიქმნა გასულ საუკუნეში, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოთაშორისი (საერთაშორისო) ორგანიზაცია, რომელის ფარგლებშიც კერძო და სამთავრობო სექტორი შეთანხმებულ კოორდინირებას უწევს სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების მუშაობას და ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას.

საქართველო 1993 წლის 7 იანვრიდან არის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 175-ე წევრი ქვეყანა. ITU – ს წევრი ქვეყანა არის ამ დარგის უმაღლესი სახელმწიფო წარმომადგენლობა. თავდაპირველად საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტრო, რომლის სამართალმემკვიდრესაც დღეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

გაერთიანება დაყოფილია სამ სექტორად: სტანდარტიზაციის (ITU-T); რადიოკომუნიკაციის (ITU-R) და ტელეკომუნიკაციების განვითარების (ITU-D). სამივე  სექტორის მუშაობა დამოკიდებულია კონფერენციებსა და შეხვედრებზე, სადაც წევრი ქვეყნები განიხილავენ შეთანხმებებს რაც საფუძველია გლობალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამართული მუშაობის.

ITU-ს სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ITU- ს კონსტიტუცია და კონვენცია.

ITU-ს ძირითადი ფუნქციაებია წევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა ყველა ტიპის სატელეკომუნიკაციო საშუალებების რაციონალური და გაუმჯობესებული გამოყენებისათვის; წევრ ქვეყნებს შორის რადიოსიხშირული სპექტრის ზოლების განაწილება, გეოსტაციონალურ ორბიტაზე თანამგზავრების პოზიციის და რადიოსიხშირეების გამოყოფა, ქვეყნებისთვის სატელეკომუნიკაციო  საერთაშორისო კოდების გამოყოფა; სხვა და სხვა ქვეყნების რადიოგადამცემი სადგურების ფუნქციონირების კოორდინაცია;   ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების განვითარების, ტექნიკური და კომერციული ექსპლუატაციის წესების, რეგლამენტებისა რეკომენდაციების შეიმუშავება და სხვა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საქართველოში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ახალი სისტემაზე გადასვლის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. შეხვედრას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქაშიბაძე უძღვებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა.

ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ეტაპობრივად და საჯაროდ უნდა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე. პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

საქართველოში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა  ეტაპობრივად და საჯაროდ უნდა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემა შემუშავებულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროპის ქვეყნების კავშირგაბმულობის და ფოსტის ადმინისტრაციათა საბჭოს (CEPT) შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას.

პროექტი საჯარო განხილვისთვის აგრეთვე განთავსებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე:  http://www.economy.ge/?category=20&lang=geo ;

გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შენიშვნები და წინადადებები მიმდინარე წლის 23 მარტამდე შემდეგ ელ-მისამართზე გამოგზავნოთ: ict@economy.getujmajuridze@gncc.ge.

ზემოაღნიშნული დოკუმენტი განხილული იქნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში თათბირზე, რომელიც შედგება მიმდინარე წლის 24 მარტს 14:00 საათზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები.

პროექტი ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესახებ (download)

საერთაშორისო  კვლევითი ორგანიზაციის GlobeScan-ის  მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მსოფლიოს 26 ქვეყანაში ყოველი ხუთი ზრდასრული ადამიანიდან ოთხი მიიჩნევს, რომ ინტერნეტში დაშვება მათი კანონიერი უფლებაა, შემდეგმა ქვეყნებმა ფინეთმა და ესტონეთმა უკვე დააკანონეს ინტერნეტ ქსელში წვდომა, როგორც მათი მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი ადამიანური უფლება. ფინეთმა თავის მხრივ მიიღო კანონი რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს ნაღალსიჩაქრიან ინტერნეტში დაშვება უნდა გააჩნდეს და ეს მისი კანონიერი უფლებაა.

ზემონახსენები ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგების მიხედვით სამხრეთ კორეის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა არ მიიჩნევს მართებულადავრობის ჩარევას ინტერნეტ რეგულირების საკითხში, ხოლო ჩინეთის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეების უმეტესობა ამ აზრს არ ეთანხმება.

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გენერალურმა მდივანმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ინტერნეტი საზოგადოების განვითარებიყველაზე მძლავრი  საშუალებაა, რომელიც ოდესმე შექმნილა, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ ქვეყნებში ინტერნეტის  განვითარებას იგივე პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ, როგორც სხვა ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურებს (ელექტრო მომარაგების, წყალ მომარაგების, გაზმომარაგების ქსელები, გზები და ა.შ).

მიმდინარე წელს ევროკავშირმა მიიღო დებულება ინტერნეტის თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვით ევროკავშირის ყოველი წევრი ქვეყნის მიერ გატარებულმა ზომამ, რომელიც იმოქმედებს მათი მოქალაქეების ინტერნეტ ქსელში წვდომაზე, უნდა სცეს პატივი მოქალაქეების თავისუფლებ და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს იმას,  რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა არ უნდა იქნეს შეზღუდული ინტერნეტ ქსელში წვდომისგან.

მ.წ. 15 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან ერთად ნუმერაციის ახალ სისტემასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი დაესწრო.შეხვედრის განმავლობაში შეთანხმებული იყო შესწორებები, რომლის შემდეგადაც საბოლოო დოკუმენტის პროექტი საჯარო განხილვისთვის ინტერნეტში იქნება განთავსებული და დაინტერესებული კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

პროექტი განთავსებული იქნება სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.economy.ge და  კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბლოგში http://ictgov.wordpress.com.

კომპანიების შენიშვნები და მოსაზრებები სამინისტროს მიერ დაახლოებით 1 კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება განხილული, ნუმერაციის ეროვნული სისტემის პროექტის საბოლოო ვარიანტის შეჯერებისათვის.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგირბის დეპარტამენტი გამოვიდა ინიციატივით საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის  და IT ინოვაციების ბაზრის განვითარების.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად დეპარტამენტი აქტიურად მართავს შეხვედრებს ოფშორულ პროგრამირებაზე მომუშავე ქართულ კომპანიებთან, მათ შორის ესენი არიან: აზრი, ვერტექსი, იტექსი, ამკოსი და ასხვა.  ასევე დარგის სპეციალისტებთან და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. გარდა ამისა იგეგმება მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მაგალითების ინდოეთის და იზრაელის სტრატეგიის შესწავლა, თუ როგორ განახორციელეს აღნიშნულმა ქვეყნებმა ასეთი წარმატების მიღწევა ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებით.

ინიციატივის გაცნობა მინისტრისთვის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის მოხდა, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით პროექტის მოზადება და შესაბამისი პრეზენტაციის განხორციელება დაგვავალა.

2010 წლის აპრილი – ივლისის პერიოდში საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მოწვევით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტები მარეგულირებელი კომისიის და ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებელი უწყებებისთვის კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის 27 სხვა და სხვა მნიშვნელოვან თემაზე სემინარს ჩაატარებენ. სემინარში მნიშვნელოვანი საკითხების მოსმენისათვის კომუნიკაციების დარგში მომუშავე კომპანიებიც იქნებიან მოწვეულები.

10 მარტს შედგა შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავჯდომარის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტებს შორის, სემინარის დეტალების  განსახილველად.

დეპარტამენტი მიესალმება მსგავსი სემინარების ჩატარებას, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული საკითხები, რომელთა მიმოხილვაც სასურველი იქნედობა სემინარების განმავლობაში ასვე გაიჟღერა სურვილმა მსგავსი სემინარი ჩატარდეს უშუალოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებიდან და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.