UPUმსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU) შეიქმნა 1874 წელს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში. ის უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) შემდეგ. საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია 1993 წლის 1 აპრილიდან.

UPU აერთიანებს 190 წევრ სახელმწიფოს და არეგულირებს მსოფლიოს ამ კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციათა და ოპერატორი კომპანიების ურთიერთობებს, ადგენს საფოსტო ქსელების განვითარების და ფუნქციონირების ნორმებს, რომელთა განხორციელებაც ნებისმიერი წევრი ქვეყნის ქსელისთვის აუცილებელია.

საერთაშორისო საფოსტო კავშირს მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ საერთაშორისო ორგანოებთან როგორებიცაა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (ATA) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO), აგრეთვე მჭიდრო ურთიერთობები აქვს გაეროს განვითარების პროგრამებთან. საფოსტო კავშირი ასევე მჭიდრო თანამშრომლობაშია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტთან, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო საფოსტო კორპორაციასთან.

UPU -ს სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს წესდება და კონვენცია.

UPU – ს ორგანოებს წარმოადგენს საფოსტო კონგრესი; ადმინისტრაციული საბჭო; ექსპლუატაციის საბჭო;  საერთაშორისო ბიურო.

UPU-ს ძირითადი მისიაა უზრუნველყოს უწყვეტი, ხარისხიანი, უნივერსალური, ეფექტური და ხელმისაწვდომი საფოსტო მომსახურება კავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებს შორის  განვითარდეს სოციალური და კომერციული ურთიერთობები.

About these ads