Archive for January, 2012


23 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა Google-ის სემინარი: „ Google–ის ტექნოლოგიები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“.  სემინარს დაესწრნენ ქართული ბიზნეს ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები როგორიცაა: საქართველოს ღვინის ასოციაცია, საქართველოს ჩაის ასოციაცია, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს რძის მწარმოებელთა, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია და სხვ. ასევე, წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო სააგენტო და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურიდან.

სემინარი ჩაატარეს Google–ის ექსპერტმა და თანამშრომლებმა.  საუბარი იყო Google-ის როლზე მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურად წარმართვაში, Google-ის იმ მომსახურეობებზე რომლებიც უფრო მოსახერხებელს ხდიან ურთიერთობას მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. განხილული იყო Google-ის ტექნოლოგიების გამოყენების ნამდვილი, წარმატებული მაგალითები და გამოცდილებები .


Google Apps, Google Places, Google Adwords ეს არასრული ჩამონათვალია Google-ის იმ პროდუქტებისა რომელთაც შეუძლიათ ბიზნესს უმცირესი დანახარჯებით დიდი მოგება მოუტანოს, ისეთ ქსელთან დაკავშირებით როგორიც Google-ია და რომლითაც ყოველდღიურად 300 -ზე მეტი მილიონი ადამიანი სარგებლოს მსოფლიოს მასშტაბით.

21 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ქორთიარდ მარიოტში გაიმართა Google-ის კონფერენცია, თბილისის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის (GTUG) დაარსების ცერეონიალი. კონფერენციას დაესწრნენ ახალგაზრდა პროგრამისტები, ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, აიტი კომპანიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები.

სემინარი ჩაატარა უკრაინელმა ექსპერტმა, კიევის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის დამაარსებელმა ვლადიმერ ივანოვი. ასევე  Google-ის ვიდეოკონფერენციის სისტემის მეშვეობით მოხდა ჩართვები Google-ის ქართველ და უცხლოელ სპეციალისტებთან და GTUG ის წევრებთან მსოფლიოს 3 კონტინენტის 6 ქვეყნიდან.კონფერენციას სტუმრობდა Google-ის თანამშრომელი იგორ მაჰანიოკი შვეიცარიის, ციურიხის ოფისიდან.

 

GTUG (Google Technology Users Group) – Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი კომპანია Google-ის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეისათვის იგი 95 ქვეყანას აერთიანებს და ყოველწლიურად 1000ზე მეტ ღონისძიებას მართავს.

GTUG-ის საქართველოში დაარსება ქვეყანისათვის საკმაოდ მ0ნიშვნელოვანია. მის ფარგლებში მოხდება დაინტერესებული პროგრამისტებისა და Google-ს ექსპერტების თანამშრომლება, კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნის GTUG ჯგუფის წევრებთან.

ეს ჯგუფი  ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და Android აპლიკაციების შექმნას.  ასევე დაეხმარება ქართველ პროგრამისტებს აპლიკაციების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გატანაში.

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.