18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით  გაიმართა თბილისი GTUG (Google Technology Users Group)-ის  მეორე შეხვედრა, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

შეხვედრაზე წარმოადგენილი იყო სამი პრეზენტაცია: ანდროიდის მიმოხილვა, Google Web Toolkit, Google Earth/Sketchup.

ღონისძიების დასაწყისში GTUG-ის ქართველ წევრებს, Google-ის კალიფორნიის ოფისიდან, მსოფლიო GTUG-ების მენეჯერი, და Google-ის პროგრამისტტა განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ვან რიპერი მიესალმა. შეხვედრის დასასრულს კი კიევის GTUG-ის მენეჯერმა ვლადიმერ ივანოვმა ისაუბრა იმ აპლიკაციებზე რომლებზეც მუშაობდნენ უკრაინელი ახალგაზრდა პროგრამისტები.

თბილისი GTUG შეხვედრებს სისტემატურად თვეში რამდენიმეჯერ გამართავს, მისი წევრები განიხილავენ სხავდასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, გაცვლიან ცოდნასა და გამოცდილებას და იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე.

About these ads