21 თებერვალს, მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების კონკურენტუნარიობის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები საჯარო და კერძო სექტორიდან მათ შორის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოდ და სხვ.

შეხვედრა ჩატარდა ფინეთის, infoDev-ისა და ნოკიას პროგრამის ”Creating Susitanable Business in the Knowledge Economy” -ს ფარგლებში. შეხვედრას უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სფეციალისტები ტიმ კელი, სიდჰართა რაჯა და ნელი დოლიძე. დამსწრეებმა განიხილეს საქართველოში ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დანერგვის დადებითი მხარეები, განისაზღვრა მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შესაძლო სფეროები.   ძირითად პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს სამუშაო ადგილების შექმნა, კვალიფიციური კადრების მომზადება, ელექტრონული კომერციისა და ექსპორტზე ორიენტირებული IT ინდუსტრიის განვითარება და ტექნოლოგიური პარკის შექმნა.

About these ads