Category: მნიშვნელოვანი თარიღები


21 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ქორთიარდ მარიოტში გაიმართა Google-ის კონფერენცია, თბილისის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის (GTUG) დაარსების ცერეონიალი. კონფერენციას დაესწრნენ ახალგაზრდა პროგრამისტები, ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, აიტი კომპანიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები.

სემინარი ჩაატარა უკრაინელმა ექსპერტმა, კიევის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის დამაარსებელმა ვლადიმერ ივანოვი. ასევე  Google-ის ვიდეოკონფერენციის სისტემის მეშვეობით მოხდა ჩართვები Google-ის ქართველ და უცხლოელ სპეციალისტებთან და GTUG ის წევრებთან მსოფლიოს 3 კონტინენტის 6 ქვეყნიდან.კონფერენციას სტუმრობდა Google-ის თანამშრომელი იგორ მაჰანიოკი შვეიცარიის, ციურიხის ოფისიდან.

 

GTUG (Google Technology Users Group) – Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი კომპანია Google-ის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეისათვის იგი 95 ქვეყანას აერთიანებს და ყოველწლიურად 1000ზე მეტ ღონისძიებას მართავს.

GTUG-ის საქართველოში დაარსება ქვეყანისათვის საკმაოდ მ0ნიშვნელოვანია. მის ფარგლებში მოხდება დაინტერესებული პროგრამისტებისა და Google-ს ექსპერტების თანამშრომლება, კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნის GTUG ჯგუფის წევრებთან.

ეს ჯგუფი  ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და Android აპლიკაციების შექმნას.  ასევე დაეხმარება ქართველ პროგრამისტებს აპლიკაციების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გატანაში.

 

 

28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინურ კომპანია ”HUAWEI”-სთან. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ.

ჩინურ კომპანია ”HUAWEI”-სთან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ საქართველოს გადმოეცემა 370.000 დოლარის ღირებულების დატა-ცენტრი, ასევე უახლესი VDI ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერი სრული კომპლექტაციით. ეს არის სამხრეთ კავკასიაში ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიის პირველი ასეთი მსხვილი დონაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას, მთავრობაში თანამედროვე დატა-ცენტრების და Cloud სისტემების გამოყენებას, რესურსების ოპტიმიზაციას. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ექსპორტზე ორიენტირებული IT-ინდუსტრიის გასავითარებლად.

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას ექსპორტზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, სადაც ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან. ამ თვალსაზირისით, კი თანამშრომლობა ჩინურ მხარესთან მნიშვნელოვანია.

კომპანია ”HUAWEI” წარმოადგენს მულტინაციონალურ კომპანიას 110.000 თანამშრომელით 140- ზე მეტ ქვეყანაში. ”HUAWEI” არის მსოფლიოს მაშტაბით სიდიდით მე-2-ე სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია. 2010 წელს ”HUAWEI”-ის შემოსავალმა 28 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2011 წელს კომპანიის მოგების 24 პროცენტი ზრდა არის მოსალოდნელი. ”HUAWEI”-ს საკუთარი კვლევითი ცენტრები 20 ქვეყანაში აქვს, სადაც თანამშრომელთა 46 პროცენტი კვლევითი მიმართულებით არის დასაქმებული.

პირველად საქართველოში ბლოგინგის განვითარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით ქართული ბლოგინგის დღეები გაიმართება.

ქართული ბლოგინგის დღეების მსვლელობა დაგეგმილია კვარიათში 24-26 ივნისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე წამყვანი ბლოგერები.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ბლოგერები მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონკრეტულ სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ, რომლის შედეგიც უნდა იყოს:

  • ელექტრონული სახელმძღვანელოს შექმნა დამწყები ბლოგერებისთვის,
  • მარკეტინგის და ბრენდინგის სტრატეგიები კერძო კომპანიებისათვის,
  • ბლოგინგის საშუალებით ბათუმის პოპულარიზაციის აქციის მოწყობა და შესაბამისი მასალების შეგროვება,
  • მთავრობისათვის რეკომენდაციების ჩამოყალიბება სოციალურ მედიაში მოქმედებების აქტივიზაციისათვის (GOV 2.0) და სხვა.

ასევე შეხვედრის განმავლობაში მოხდება ერთ-ერთი რანდომულად არჩეული დამწყები ბლოგერის პოპულარიზაციის გაზრდა და დამატებითი სტიმულის შეტანა მის მუშაობის პროცესში.

გარდა ამისა, განხილული იქნება თემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ბლოგერებმა საინფორმაციო ომის დაწყების შემთხვევაში. საინფორმაციო ომის თემაზე მომხსენებლებად გამოვლენ გიორგი ჯახაია (სუხუმი), ოლეგ პანფილოვი, საბა ლეკვეიშვილი და ქართველი ”იუტუბერები”, რომელბიც 2008 წლის მოვლენების მაგალითზე ისაუბრებენ სოციალური მედიის როლის შესახებ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბათუმელ სტუდენტებთან. ღონისძიების მსველობის გაშუქებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი http://gbd.ge/, ასევე არხი ტვიტერში #gbd10.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგირბის დეპარტამენტი გამოვიდა ინიციატივით საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის  და IT ინოვაციების ბაზრის განვითარების.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად დეპარტამენტი აქტიურად მართავს შეხვედრებს ოფშორულ პროგრამირებაზე მომუშავე ქართულ კომპანიებთან, მათ შორის ესენი არიან: აზრი, ვერტექსი, იტექსი, ამკოსი და ასხვა.  ასევე დარგის სპეციალისტებთან და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. გარდა ამისა იგეგმება მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მაგალითების ინდოეთის და იზრაელის სტრატეგიის შესწავლა, თუ როგორ განახორციელეს აღნიშნულმა ქვეყნებმა ასეთი წარმატების მიღწევა ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებით.

ინიციატივის გაცნობა მინისტრისთვის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის მოხდა, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით პროექტის მოზადება და შესაბამისი პრეზენტაციის განხორციელება დაგვავალა.

დაახლოებით 1 კვირის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბლოგი (http://ictgov.wordpress.com) სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

1 მარტიდან ბლოგი მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის. ბლოგში მოგაწვდით ინფორმაციას დეპარტამენტში  ასევე გლობალურ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამყაროში მიმდინარე საინტერესო პროცესების და მოვლენების შესახებ. ბლოგი მოსახლეობას, კომპანიებს და სხვა სამთავრობო უწყებებს შესაძლობას აძლევს შემოვიდნენ ჩვენთან სრულ ინტერაქციაში, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ასევე საინტერესო მოსაზრებების გასაზიარებლად.

ბლოგის გარდა შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენს ჯგუფში Facebook-ზე. ჯგუფის სახელწოდებაა ICTGov.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.