Category: ნუმერაციის ახალი სისტემა


გაცნობებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი – ”8” შეიცვლება  და ამოქმედდება ეროვნული პრეფიქსი – ”0” და საერთაშორისო პრეფიქსი – ”00”, შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07 -ით, 8-10 შეიცვლება 10-10 -ით, 8-11 შეიცვლება 10-11 -ით, 8-16 – შეიცვლება 10-16 -ით, 8-18 შეიცვლება 10-18 -ით და ა.შ. .

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი – ”8” ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი – ”0” და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ:

  • საქალაქთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება ეროვნული პრეფიქსი – ”0”, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსი – ”0” , შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქი კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი.
  • საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება საერთაშორისო პრეფიქსი – ”00” შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი – ”00”, შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება.

ძველი და ახალი პრეფიქსების და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო – საცნობარო სამსახურებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს კომუნიკაციების

ეროვნული კომისია

ქალაქი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი

ახალი კოდები საქალაქთაშორისო და შემომავალი საერთაშორისო კავშირისთვის

1

თბილისი

32

2

აბაშა

412

3

ადიგენი

366

4

ამბროლაური

439

5

ასპინძა

364

6

ახალგორი

342

7

ახალქალაქი

362

8

ახალციხე

365

9

ახმეტა

349

10

ბათუმი

422

11

ბაღდათი

434

12

ბოლნისი

358

13

ბორჯომი

367

14

გაგრა

443

15

გალი

447

16

გარდაბანი

372

17

გორი

370

18

გუდაუთა

444

19

გულრიფში

448

20

გურჯაანი

353

21

დედოფლისწყარო

356

22

დმანისი

360

23

დუშეთი

346

24

ვანი

432

25

ზესტაფონი

492

26

ზუგდიდი

415

27

თეთრიწყარო

359

28

თელავი

350

29

თერჯოლა

491

30

თიანეთი

348

31

თიღვი

374

32

კასპი

371

33

ლანჩხუთი

494

34

ლაგოდეხი

354

35

ლენტეხი

437

36

მარნეული

357

37

მარტვილი

418

38

მესტია

410

39

მცხეთა

373

40

ნინოწმინდა

361

41

ონი

473

42

ოზურგეთი

496

43

ოჩამჩირე

445

44

რუსთავი

341

45

საგარეჯო

351

46

სამტრედია

411

47

საჩხერე

435

48

სენაკი

413

49

სიღნაღი

355

50

სოხუმი

442

51

სტეფანწმინდა

345

52

ტყიბული

497

53

ტყვარჩელი

446

54

ფოთი

493

55

ქარელი

369

56

ქედა

425

57

ქობულეთი

426

58

ქუთაისი

431

59

ყვარელი

352

60

ჩოხატაური

419

61

ჩხოროწყუ

417

62

შუახევი

424

63

ცაგერი

472

64

ცხინვალი

344

65

წალენჯიხა

416

66

წალკა

363

67

წყალტუბო

436

68

ჭიათურა

479

69

ხარაგაული

433

70

ხაშური

368

71

ხობი

414

72

ხონი

495

73

ხულო

423

74

ხელვაჩაური

427

75

ჯავა

347

საქართველოს სატელეფონო ქსელებში ახალი ნუმერაციის დანერგვის შემდეგ სავიზიტო ბარათებზე, ბლანკებზე, ბუკლეტებზე და სხვა  შემდეგი  სახით იქნება ასახული  სატელეფონო ნომრები :

ტელ : +995 32 2xx xxxx (ქ.თბილისი) ; + 995 422 2x xxxx  (ქ. ბათუმი) ; + 995 431 2x xxxx (ქ.ქუთაისი) და ა.შ.

 ფაქსი :  +995 32 2xx xxxx (ქ.თბილისი) ; + 995 422 2x xxxx  (ქ. ბათუმი) ; + 995 431 2x xxxx (ქ.ქუთაისი) და ა.შ.

 მობ :  +995 599 xx xxxx (მაგთი);  +995 579 xx xxxx (ბილაინი); +995 577 xx xxxx (ჯეოსელი)  და ა.შ.

 შენიშვნა : ქ.თბილისში იმოქმედებენ-შვიდ ციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებში ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრები, რისთვისაც ფიქსირებული სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება ციფრი  ”2” ხოლო დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან;

მობილური სატელეფონო ქსელების ოპერატორების კოდებს დაემატება ციფრი ”5” ხოლო დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან.

2010 წლის 10 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც განსახილველად წარდგენილი იყო   საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ”, აღნიშნული პროექტი წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ირაკლი ქაშიბაძემ, პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა,  ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი  ახლო მომავალში  დაიწყება, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება და 2011 წლის აპრილსის ბოლოს დასრულდება.

            საქართველოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, არსებული ნუმერაციის დეფიციტის აღმოფხვრას, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას,სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭირვალე არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფას,ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მომსახურების მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას,  სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას.

Numeraciis Erovnuli Sistema;Danarti N 1;Danarti N 2;Danarti N 3;Danarti N 4;Numeracia-prezentacia

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საქართველოში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ახალი სისტემაზე გადასვლის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. შეხვედრას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქაშიბაძე უძღვებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა.

ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ეტაპობრივად და საჯაროდ უნდა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე. პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

საქართველოში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა  ეტაპობრივად და საჯაროდ უნდა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემა შემუშავებულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროპის ქვეყნების კავშირგაბმულობის და ფოსტის ადმინისტრაციათა საბჭოს (CEPT) შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას.

პროექტი საჯარო განხილვისთვის აგრეთვე განთავსებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე:  http://www.economy.ge/?category=20&lang=geo ;

გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შენიშვნები და წინადადებები მიმდინარე წლის 23 მარტამდე შემდეგ ელ-მისამართზე გამოგზავნოთ: ict@economy.getujmajuridze@gncc.ge.

ზემოაღნიშნული დოკუმენტი განხილული იქნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში თათბირზე, რომელიც შედგება მიმდინარე წლის 24 მარტს 14:00 საათზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები.

პროექტი ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესახებ (download)

მ.წ. 15 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან ერთად ნუმერაციის ახალ სისტემასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი დაესწრო.შეხვედრის განმავლობაში შეთანხმებული იყო შესწორებები, რომლის შემდეგადაც საბოლოო დოკუმენტის პროექტი საჯარო განხილვისთვის ინტერნეტში იქნება განთავსებული და დაინტერესებული კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

პროექტი განთავსებული იქნება სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.economy.ge და  კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბლოგში http://ictgov.wordpress.com.

კომპანიების შენიშვნები და მოსაზრებები სამინისტროს მიერ დაახლოებით 1 კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება განხილული, ნუმერაციის ეროვნული სისტემის პროექტის საბოლოო ვარიანტის შეჯერებისათვის.

ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე ნომრების პორტაბელურობის სერვისი დაინერგება. მომსახურება აბონენტს საშუალებას მისცემს მობილური და ფიქსირებული ქსელიდან ერთი ოპერატორიდან მეორეში მარტივი კომბინაციის აკრეფით გადავიდეს და ამასთან, იგი საკუთარ ნომერს და ინდექსს არ შეიცვლის. ნომრების პორტაბელურობა ხელს შეუწყობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას, მომსახურების ტარიფების შემცირებასა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფას.

თავდაპირველად მხოლოდ ერთი ტიპის პორტაბელურობის პრინციპი იქნება განხორციელებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მობილური კავშირის აბონენტს მხოლოდ სხვა მობილურ ოპერატორთან გადასვლა შეეძლება, ასეთივე შესაძლებობა ექნება ფიქსირებული ქსელების მომხმარებელს, რომელიც მხოლოდ ამ ეტაპზე სხვა ფიქსირებული კავშირის ოპერატორთან შეძლებს გადასვლას საკუთარი ნომრის შენარჩუნებით. შემდგომ ეტაპზე იგეგმება კონვერგირებულ პორტაბელურობაზე გადასვლა სადაც მობილურ აბონენტს ფიქსირებულ ოპერატორთან პორტაბელურობის პრინციპების დაცვით გადასვლა შეეძლება და უკვე ფიქსირებული მომსახურების მიღება ნომრის შენარჩუნებით.

პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩართულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოში ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლა იწყება. რეფორმის ძირითადი არსი ნომრების ახლებურად აკრეფას გულისხმობს. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: თბილისში არსებულ ყველა ექვსნიშნა ნომერს წინ 2-იანი დაემატება და გახდება შვიდნიშნა. რაც შეეხება რეგიონების სატელეფონო ნომრებს, ყველა ქალაქსა და რაიონში ისინი ექვსნიშნა გახდება. იცვლება საერთაშორისო ოპერატორების კოდებიც და ამჟამად მოქმედ 8-იანს 10-იანი ჩაენაცვლება (მაგალითად, 8-10 გახდება 10-10), მობილური ოპერატორების კოდებში კი 8-იანს 5-იანი ჩაანაცვლებს(მაგალითად, 899 გახდება 599, 877 კი-577 და ა.შ.). ამას გარდა, იცვლება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ნომრებზე დარეკვის წესი. ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ზარის განხორციელებისას აბონენტმა უნდა აკრიფოს 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. ასევე 0-ს აკრეფა იქნება საჭირო ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან მობილური ოპერატორის ქსელში დარეკვისასაც (მაგ: 0 577 XXXXXX), საერთაშორისო ზარების განხორციელებისას კი აბონენტმა უნდა აკრიფოს 00 ქვეყნის კოდი და ა.შ.

ნუმერაციის ახალი სისტემა საგანგებო მომსახურების ნომრების-სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ა.შ. ცვლილებებსაც ითვალისწინებს: პოლიციის ნომერი გახდება 122, სასწრაფო-133, სახანძრო-111, სამომავლოდ კი ყველა მათგანი გაერთიანდება 112-ში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერია. საქართველოში ამჟამად მოქმედი ნუმერაციის სისტემა ვერ პასუხობს დარგის თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, მისი რესურსები შეზღუდული და ამოწურვადია, რაც კომუნიკაციების ბაზარზე ახალი ოპერატორის შემოსვლისა და კონკურენციის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ახალი სისტემა კი ჰარმონიზირებული იქნება ევროგაერთიანების სტანდარტებთან და ნუმერაციის რესურსის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებასაც იძლევა. ამას გარდა, ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში ნომრების პორტაბელურობის სერვისი დაინერგება.

პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩართულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

Follow

Get every new post delivered to your Inbox.