Category: საინფორმაციო საზოგადოება


საქართველოში პირველად, ამა წლის 27 დეკემბერს, 20 საათზე ბოულინგ ცენტრალში    გაიმართება ბლოგინგის ბოულინგის დღე.  ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღო 70-მდე წამყვანმა ქართველმა ბლოგერმა. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა. ღონისძიების მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო.

ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა. ბლოგერებმა შეაგროვებეს ნაძვის ხის სათამაშოები და სხვა საახალწლო ნივთები,  რომლებიც შემდეგ, გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრს გადაეცა.

ჩემპიონატის მონაწილეებმა თავდაპირველად იასპარეზეს 5 კაციან ჯგუფებში, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც ჯგუფურ ისე ინდივიდუალურ შეჯიბრში.  საუკეთესო მოთამაშე მამაკაცის ტიტული მიიღო ირაკლი ქილიფთარმა, ხოლო ქალის – თიკო გაბუნიამ. ბოულინგის პარალელურად გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაშები და გამოვლინდა წლის ნომინაციებში ბლოგერებს შორის.

ღონისძიების მიზანი იყო სოციალური მედიის განვირთარების ხელშეწყობა, ქართველი ბლოგერების დამეგობრება და მათი წახალისება. ორგანიზატორები გეგმავენ მსგავსი ღონისძიების ყოველწლიურად ჩატარებას.

მიმდინარე წლის 9 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროში,  კომპანია “სინგულარ ჯგუფის” ახალი მობილური სერვისის Tweet.ge პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მობილური კომპანია Beeline-ის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სერვისის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტია.

აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს, მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით სოციალურ ქსელ Twitter.com-ზე სტატუსების განახლებას. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება მომხმარებლისთვის უფასოა (მომხმარებელი იხდის მხოლოდ SMS სტანდარტულ ტარიფს), tweet.ge ზე დარეგისტრირებისა და სპეციალურ ნომერ 8 97 89 89 89 SMS შეტყობინების ტექსტის გაგზავნის შემთხვევაში, ტექსტი  Twitter-ის  კედელზე ავტომატურად აღმოჩნდება, ხოლო თუ Twitter-ი სხვა სოციალურ ქსელებთანაც იქნება მიბმული (მაგ. Facebook), სტატუსები ავტომატურად ამ ქსელებშიც გავრცელდება.

2010 წლის 15 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრი და კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  შეხვდა საქართველოში არსებულ წამყვან ბლოგერებსა და youtube-ერებს. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, როგორც ამ საზოგადოებრივი მედიის საშუალებების განვითარება და  წამოწევა წინა პლანზე, აგრეთვე მათთვის არსებული მნიშვნელოვანი საკითხების და პრობლემების განხილვა.  შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა, რაც ნაყოფიერი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. სამინისტროს ინტერესს წარმოადგენს, როგორც  საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება საზღვარგარეთ, რადგან საზღვარგარეთის მსგავსი საშუალებებით უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რაც საინფორმაციო ომის უდიდესი შემადგენელი ნაწილია,  აგრეთვე საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას აგრეთვე მის ეკონომიკურ განვითარებას. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების  განხორციელების ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას ბლოგი, youtube, facebook და მსგავსი საზოგადოებრივი მედიის საშუალებებთ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს.

 აღნიშნული შეხვედრა იყო მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი ამ საკითხებზე სამუშაოდ. დაფიქსირებულ საკითხებზე სამსჯელოდ და ხორცშესასხმელად გაიმართება უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრა, რათა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროს ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარდეს.

საერთაშორისო  კვლევითი ორგანიზაციის GlobeScan-ის  მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მსოფლიოს 26 ქვეყანაში ყოველი ხუთი ზრდასრული ადამიანიდან ოთხი მიიჩნევს, რომ ინტერნეტში დაშვება მათი კანონიერი უფლებაა, შემდეგმა ქვეყნებმა ფინეთმა და ესტონეთმა უკვე დააკანონეს ინტერნეტ ქსელში წვდომა, როგორც მათი მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი ადამიანური უფლება. ფინეთმა თავის მხრივ მიიღო კანონი რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს ნაღალსიჩაქრიან ინტერნეტში დაშვება უნდა გააჩნდეს და ეს მისი კანონიერი უფლებაა.

ზემონახსენები ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგების მიხედვით სამხრეთ კორეის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა არ მიიჩნევს მართებულადავრობის ჩარევას ინტერნეტ რეგულირების საკითხში, ხოლო ჩინეთის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეების უმეტესობა ამ აზრს არ ეთანხმება.

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გენერალურმა მდივანმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ინტერნეტი საზოგადოების განვითარებიყველაზე მძლავრი  საშუალებაა, რომელიც ოდესმე შექმნილა, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ ქვეყნებში ინტერნეტის  განვითარებას იგივე პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ, როგორც სხვა ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურებს (ელექტრო მომარაგების, წყალ მომარაგების, გაზმომარაგების ქსელები, გზები და ა.შ).

მიმდინარე წელს ევროკავშირმა მიიღო დებულება ინტერნეტის თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვით ევროკავშირის ყოველი წევრი ქვეყნის მიერ გატარებულმა ზომამ, რომელიც იმოქმედებს მათი მოქალაქეების ინტერნეტ ქსელში წვდომაზე, უნდა სცეს პატივი მოქალაქეების თავისუფლებ და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს იმას,  რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა არ უნდა იქნეს შეზღუდული ინტერნეტ ქსელში წვდომისგან.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.