Category: სხვადასხვა


18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით  გაიმართა თბილისი GTUG (Google Technology Users Group)-ის  მეორე შეხვედრა, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

შეხვედრაზე წარმოადგენილი იყო სამი პრეზენტაცია: ანდროიდის მიმოხილვა, Google Web Toolkit, Google Earth/Sketchup.

ღონისძიების დასაწყისში GTUG-ის ქართველ წევრებს, Google-ის კალიფორნიის ოფისიდან, მსოფლიო GTUG-ების მენეჯერი, და Google-ის პროგრამისტტა განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ვან რიპერი მიესალმა. შეხვედრის დასასრულს კი კიევის GTUG-ის მენეჯერმა ვლადიმერ ივანოვმა ისაუბრა იმ აპლიკაციებზე რომლებზეც მუშაობდნენ უკრაინელი ახალგაზრდა პროგრამისტები.

თბილისი GTUG შეხვედრებს სისტემატურად თვეში რამდენიმეჯერ გამართავს, მისი წევრები განიხილავენ სხავდასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, გაცვლიან ცოდნასა და გამოცდილებას და იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე.

23 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა Google-ის სემინარი: „ Google–ის ტექნოლოგიები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“.  სემინარს დაესწრნენ ქართული ბიზნეს ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები როგორიცაა: საქართველოს ღვინის ასოციაცია, საქართველოს ჩაის ასოციაცია, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს რძის მწარმოებელთა, საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია და სხვ. ასევე, წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო სააგენტო და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურიდან.

სემინარი ჩაატარეს Google–ის ექსპერტმა და თანამშრომლებმა.  საუბარი იყო Google-ის როლზე მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტურად წარმართვაში, Google-ის იმ მომსახურეობებზე რომლებიც უფრო მოსახერხებელს ხდიან ურთიერთობას მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. განხილული იყო Google-ის ტექნოლოგიების გამოყენების ნამდვილი, წარმატებული მაგალითები და გამოცდილებები .


Google Apps, Google Places, Google Adwords ეს არასრული ჩამონათვალია Google-ის იმ პროდუქტებისა რომელთაც შეუძლიათ ბიზნესს უმცირესი დანახარჯებით დიდი მოგება მოუტანოს, ისეთ ქსელთან დაკავშირებით როგორიც Google-ია და რომლითაც ყოველდღიურად 300 -ზე მეტი მილიონი ადამიანი სარგებლოს მსოფლიოს მასშტაბით.

კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ვიზიტი განახორციელა ინდოეთში.  ინდოეთში შეხვედრა მოხდა მთავრობის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ასოციაციასთან, დარგში მოღვაწე წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ასევე ტექნოლოგიური პარკების განვითარების ორგანიზაციასთან.

დღეს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მსოლიოში ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანიის HP -ს წარმომადგენელს დევიდ სინკლარს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც HP -ს და საქართველოს მთავრობას შორის შესაძლო სტრატეგიულ თანამშრომლობას შეეხებოდა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.