ევროსაბჭოს და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) შესაბამისი გადაწყვეტილებებით ევროპის ქვეყნებში და მათ შორის  საქართველოში 2015 წლამდე უნდა განხორციელდეს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობიდან ციფრულ  სატელევიზიო  მაუწყებლობაზე გადასვლა.

ციფრული სატელევიზიო  მაუწყებლობაზე გადასვლით საქართველოში დაინერგება მრავალი ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები და მომსახურებები, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ბევრად მაღალი ხარისხის სატელევიზიო გამოსახულებთა და ხმოვანი ინფორმაციით (HDTV, Dolby Digital და ა.შ), პერსონალური და მობილური ტელევიზიით, ინტერაქტიული მომსახურებებით და ა.შ. რადიოსიხშირული სპექტრის უფრო ეფექტური გამოყენების შესაძლებლობიდან გამომდინარე  შეიქმნება გაცილებით მეტი სატელევიზიო არხი  (საინფორმაციო, გასართობი, სპორტული, შემეცნებითი, რელიგიური და ა.შ.) რასაც ქვეყანაში მოჰყვება საბაზრო კონკურენციის განვითარება და სამუშაო ადგილების ზრდა. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის პროცესის დაჩქარებას.

პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩართულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

Advertisements