2010 წლის 10-12 მარტს, ქ. ჯაიპურში ინდოეთის მთავრობის ხელშეწყობით ტარდება რიგით მე-10 ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა “INDIASOFT 2010”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდური, ასევე მსოფლიოს პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი კომპანიები. “INDIASOFT2010” ყოველწლიური გლობალური IT ღონისძიებაა, რომელზეც ინდოეთის IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების წარმოჩენა ხდება. წლევანდელი გამოფენა “INDIASOFT 2010” მკვეთრად იქნება ფოკუსირებული ინტეგრირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და IT სერვისებზე. გასული წლების მსგავსად, “INDIASOFT 2010” მკვეთრად ფოკუსირებული იქნება დსთ-ს ქვეყნების IT ბაზარზე.

“INDIASOFT 2010” ხელსაყრელი შემთხვევაა, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე გლობალური სოფტვეერულ კომპანიებთან კონტაქტების დასამყარებლად. აღნიშნულ გამოფენა საინტერესო იქნება კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის იმპორტს ან ინდურ კომპანიებთან ერთობლივი წარმოებისა და საექსპორტო ურთიერთობების დამყარების სურვილი აქვთ.

გამოფენაზე დასწრების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ კონსულტაციები საქართველოს ეკონომიკური გავნითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან გაიარონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ არა უგვიანეს 26 თებერვლისა, 14:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტით: ikashibadze@economy.ge ან ტელეფონით 991041/ 991115.