ა.წ. 28-29 აპრილს სტამბულში (თურქეთი),ტელეკომუნიკაციებს, ინვესტიციებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მე-9 რეგიონალური კონფერენცია და გამოფენა-პრეზენტაცია Caspian Telecom 2010 ( http://www.caspiantelecoms.com ) ტარდება. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას კავშირგაბმულობის სფეროში კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, დსთ-ს ქვეყნების და შავი ზღვის ქვეყნების კავშირგაბმულობის ადმინისტრაციებისა და ოპერატორებისათვის.

კონფერენციაზე განსახილველი საკითხების აქტუალობიდან და რეგიონალური საინფორმაციო სივრცეში შემდგომი ინტეგრირების მიზნით, სასურველია ჩვენი საოპერატორო კომპანიების და საჯარო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს შემდგომ თანამშრომლობას კასპიის ქვეყნებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მითუმეტეს, რომ ამ სფეროში დაგროვილი ბევრი საკითხი ითხოვს მათ დღის წესრიგში დაყენებას და განხილვას აღნიშნულ კონფერენციაზე, ხოლო მათი გადაწყვეტა დადებით ეფექტს იქონიებს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სექტორზე.