დაახლოებით 1 კვირის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბლოგი (https://ictgov.wordpress.com) სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

1 მარტიდან ბლოგი მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის. ბლოგში მოგაწვდით ინფორმაციას დეპარტამენტში  ასევე გლობალურ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამყაროში მიმდინარე საინტერესო პროცესების და მოვლენების შესახებ. ბლოგი მოსახლეობას, კომპანიებს და სხვა სამთავრობო უწყებებს შესაძლობას აძლევს შემოვიდნენ ჩვენთან სრულ ინტერაქციაში, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ასევე საინტერესო მოსაზრებების გასაზიარებლად.

ბლოგის გარდა შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენს ჯგუფში Facebook-ზე. ჯგუფის სახელწოდებაა ICTGov.