ა.შ.შ-ს სამთავრობო უწყებათა და წამყვან პოზიციებზე მომუშავე პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი თავიანთი საქმიანობისას აქტიურად სოციალურ ქსელებს და ბლოგებს იყენებს. ყველაზე ხშირათ სამთავრობო უწყებები სოციალურ ქსელებში ქმნიან ჯგუფებს, ასეთი უწყებების რაოდენობა შეადგენს – 32%, პოპულარობით მეორე ადგილზეა ბლოგები და Wiki – ვებ გვერდები -31%-ით, ხოლო ბოლო ადგილზე ფორუმები და ჩეთები -30%-ით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს Facebook-ი, LinkedIn-ი და Twitter-ი, აგრეთვე ზოგიერთი სახელწიფო უწყება ანვითარებს საკუთარ ქსელურ რესურსებს ანალოგიური ფუნქციებით.

ექსპერტთა აზრით კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება მოსახლეობასთან და პრესასთან რეალურ დროში ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.