ინტერნეტ უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) უფროსმა მის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აშშ-ს კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოებას უცხო ქვეყნის ჰაკერები, ტერორისტები და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატები უქმნიან საფრთხეს. აგრეთვე აღნიშნა, რომ კიბერ თავდასხმამ შეიძლება არანაკლები ზარალი მიაყენოს ქვეყანას ვიდრე ბომბამ. ტერორისტული დაჯგუფებები ისეთი,  როგორიც არის  ალ-ქაიდა, ინტერნეტ ქსელს უკვე არა მხოლოდ ახალი წევრების მოსაძებნად და ტერაქტების დასაგეგმად, არამედ კონკრეტული კიბერ-შეტევების განხორციელდებისათვის იყენებენ.

მიულერის განცხადებით აშშ-ს უსაფრთხოებას რამდენიმე უცხო ქვეყნის მთავრობაც უქმნის საფრთხეს, რომლებიც ინტერნეტ შპიონაჟისთვის თავიანთი რესურსების გაფართოებას ცდილობენ. კონკრეტულად თუ რომელ ქვეყნებზე იყო საუბარი გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსმა არ დააკონკრეტა.

აშშ-ს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გაახმაურა მისი რამდენიმე ინიციატივა. რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტი ბუშის მმართველოსბის პერიოდში დაიგეგმა. იგი თავის მხრივ  უწყებათაშორისი კიბერ-კონტრდაზვერვის სამსახურის შექმნას, სამთავრობო კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სამთავრობო საინფორმაციო სისტემებში თავდასხმის აღმოჩენის და აღკვეთის ზომებს და საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში კვლევის ჩატარებას გულისხმობს.

მოგახსენებთ რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე და კონკრეტული ფარის ასამოქმედებლად კიბერშეტევების მოსაგერიებლად.