მ.წ. 15 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან ერთად ნუმერაციის ახალ სისტემასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი დაესწრო.შეხვედრის განმავლობაში შეთანხმებული იყო შესწორებები, რომლის შემდეგადაც საბოლოო დოკუმენტის პროექტი საჯარო განხილვისთვის ინტერნეტში იქნება განთავსებული და დაინტერესებული კომპანიებისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

პროექტი განთავსებული იქნება სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.economy.ge და  კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბლოგში https://ictgov.wordpress.com.

კომპანიების შენიშვნები და მოსაზრებები სამინისტროს მიერ დაახლოებით 1 კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება განხილული, ნუმერაციის ეროვნული სისტემის პროექტის საბოლოო ვარიანტის შეჯერებისათვის.