საერთაშორისო  კვლევითი ორგანიზაციის GlobeScan-ის  მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მსოფლიოს 26 ქვეყანაში ყოველი ხუთი ზრდასრული ადამიანიდან ოთხი მიიჩნევს, რომ ინტერნეტში დაშვება მათი კანონიერი უფლებაა, შემდეგმა ქვეყნებმა ფინეთმა და ესტონეთმა უკვე დააკანონეს ინტერნეტ ქსელში წვდომა, როგორც მათი მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი ადამიანური უფლება. ფინეთმა თავის მხრივ მიიღო კანონი რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს ნაღალსიჩაქრიან ინტერნეტში დაშვება უნდა გააჩნდეს და ეს მისი კანონიერი უფლებაა.

ზემონახსენები ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგების მიხედვით სამხრეთ კორეის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა არ მიიჩნევს მართებულადავრობის ჩარევას ინტერნეტ რეგულირების საკითხში, ხოლო ჩინეთის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეების უმეტესობა ამ აზრს არ ეთანხმება.

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გენერალურმა მდივანმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ინტერნეტი საზოგადოების განვითარებიყველაზე მძლავრი  საშუალებაა, რომელიც ოდესმე შექმნილა, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ ქვეყნებში ინტერნეტის  განვითარებას იგივე პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ, როგორც სხვა ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურებს (ელექტრო მომარაგების, წყალ მომარაგების, გაზმომარაგების ქსელები, გზები და ა.შ).

მიმდინარე წელს ევროკავშირმა მიიღო დებულება ინტერნეტის თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვით ევროკავშირის ყოველი წევრი ქვეყნის მიერ გატარებულმა ზომამ, რომელიც იმოქმედებს მათი მოქალაქეების ინტერნეტ ქსელში წვდომაზე, უნდა სცეს პატივი მოქალაქეების თავისუფლებ და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს იმას,  რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა არ უნდა იქნეს შეზღუდული ინტერნეტ ქსელში წვდომისგან.