ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საქართველოში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ახალი სისტემაზე გადასვლის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. შეხვედრას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქაშიბაძე უძღვებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა.

ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ეტაპობრივად და საჯაროდ უნდა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე. პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.