ევროპის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ადმინისტრაციების კონფერენცია (CEPT) შეიქმნა 1959 წელს და დღესდღეობით აერთიანებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 48 ქვეყანას რითიც ფარავს თითქმის ევროპის  მთელს გეოგრაფიულ ტერიტორიას. საქართველო ევროპის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ადმინისტრაციების კონფერენციის  წევრია 2006 წლის 10 აპრილიდან.

CEPT – – ის ძირითადად ფუნქციას წარმოადგენს პოლიტიკის შეიმუშავება და რეგულირების საკითხების გადაწყვეტა. მისი მიზანია ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სფეროში დინამიური ბაზრის შექმნა.

გაერთიანების ადმინისტრაციები ჩვეულებრისამებრ წელიწადში ორჯერ იკრიბებიან ასამბლეაზე, სადაც წყდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სტრატეგიული საკითხები სატელეკომუნიკაციო და საფოსტო სექტორში.

წევრ ადმინისტრაციებს შორის ურთიერთობები რეგულირდება CEPT-ის წევრი ადმინისტრაციებს შორის მიღებული შეთანხმების, ნორმებისა და პროცედურების საფუძველზე.