2010 წლის 15 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრი და კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი  შეხვდა საქართველოში არსებულ წამყვან ბლოგერებსა და youtube-ერებს. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, როგორც ამ საზოგადოებრივი მედიის საშუალებების განვითარება და  წამოწევა წინა პლანზე, აგრეთვე მათთვის არსებული მნიშვნელოვანი საკითხების და პრობლემების განხილვა.  შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა, რაც ნაყოფიერი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. სამინისტროს ინტერესს წარმოადგენს, როგორც  საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება საზღვარგარეთ, რადგან საზღვარგარეთის მსგავსი საშუალებებით უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რაც საინფორმაციო ომის უდიდესი შემადგენელი ნაწილია,  აგრეთვე საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას აგრეთვე მის ეკონომიკურ განვითარებას. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების  განხორციელების ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას ბლოგი, youtube, facebook და მსგავსი საზოგადოებრივი მედიის საშუალებებთ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს.

 აღნიშნული შეხვედრა იყო მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი ამ საკითხებზე სამუშაოდ. დაფიქსირებულ საკითხებზე სამსჯელოდ და ხორცშესასხმელად გაიმართება უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრა, რათა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროს ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარდეს.