მიმდინარე წლის 28-29 აპრილს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა მე-9  რეგიონალური  კონფერენცია – გამოფენა Caspian Telecoms 2010, კონფერენციაზე მიმდინარეობდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროს აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილებების გაზიარება, ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოდგენა და საქმიანი კონტაქტების დამყარება. აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს კასპიისა და შავი ზღვის ბასეინის ქვეყნების, კასპიის ზღვის მეზობელი რეგიონების და შუა აზიის ქვეყნების სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციებმა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, მათ შორის ქართულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, ხოლო საქართველოს მხრიდან სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია იყო წარმოადგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სახით, დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ირაკლი ქაშიბაძემ კონფერენციაზე  წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც მან მიმოიხილა საქართველოს ICT სექტორი და მისი სამომავლო განვითარების საკითხები.