3-6 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ტარდება IV საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. ოლიმპიადა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას.

ოლიმპიადის მონაწილეებს შორის ტრადიციულად არის მსოფლიო პროგრამისტულ ელიტაში შემავალი მთელი რიგი პიროვნება. ძალიან ძლიერი შემდგენლობაა მოსალოდნელი გუნდურ ტურზეც.

3 მაისს ჩატარდა ოლიმპიადის პირადი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 114-მა პიროვნებამ. თბილისიდან მოასპარეზეთაგან საუკეთესი იყო ოლიმპიადის 2008 და 2009 წლების გამარჯვებული, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, რომელმაც 9 ამოცანა დაძლია.

2-6 მაისამდე ტარდება საერთაშორისო კონფერენცია ”ინფორმაციული და გამოთვლითი ტექნოლოგიები”, მიძღვნილი ინფორმატიკის ქართული სამეცნიერო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების, პროფესორების ელენე დეკანოსიძის და მურმან წულაძის ხსოვნას.

ღონისძიების ორგანიზატორებია ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. მონაწილეები წარმოადგენენ 6 სახელმწიფოს (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ესპანეთი).