მიმდინარე წლის 9 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროში,  კომპანია “სინგულარ ჯგუფის” ახალი მობილური სერვისის Tweet.ge პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მობილური კომპანია Beeline-ის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სერვისის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტია.

აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს, მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით სოციალურ ქსელ Twitter.com-ზე სტატუსების განახლებას. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება მომხმარებლისთვის უფასოა (მომხმარებელი იხდის მხოლოდ SMS სტანდარტულ ტარიფს), tweet.ge ზე დარეგისტრირებისა და სპეციალურ ნომერ 8 97 89 89 89 SMS შეტყობინების ტექსტის გაგზავნის შემთხვევაში, ტექსტი  Twitter-ის  კედელზე ავტომატურად აღმოჩნდება, ხოლო თუ Twitter-ი სხვა სოციალურ ქსელებთანაც იქნება მიბმული (მაგ. Facebook), სტატუსები ავტომატურად ამ ქსელებშიც გავრცელდება.