მ.წ. 30 ივლისს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში მობილური ტელეფონების წამყვანი მწარმოებელი კომპანიების Nokia-ს და Samsung-ის წარმომადგენლებს და ოფიციალურ სადისტრიბუციო კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი მობილური ტელეფონების ბაზარზე შექმნილი მძიმე ვითარებას უკავშირდებოდა, რომელიც ეგრედ წოდებული ”ფალსიფიცირებული” ტელეფონების წილის გაზრდას უკავშირდება და საერთო გაყიდვებში 75-80% დაკავებას. როგორ Nokia-ს და Samsung-ის წარმომადგენლები აცხადებენ საუბარი არ არის არაოფიციალური სახით შემოტანილ ამ მარკის ტელეფონებს, ან იაფფასიან ჩინურ მოდელებს, არამედ აშკარა ”ფალსიფიცირებულ” ტელეფონების კომპანიების ლოგოტიპების, სიმბოლიკის და დიზაინის გამოყენებით, რომელთა განსხმავება ანალოგისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც წესი აღნიშნული ტელეფონები ჩინეთში იწარმოება და მათი ფასი რამოდენიმე ჯერ უფრო იაფია ანალოგთან შედარებით, ამავდროულად გაურკვეველია ამ ტელეფონების უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული უარყოფითი ტენდენცი, რომელიც ბაზარზე შეიმჩნევა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კომპანია Nokia-ს ამიერკავკასიის წარმომადგენლობა საქართველოდან აზერბაიჯანში გადაიტანეს სადაც მსგავსი პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს და მტავრობა მასთან ეფექტურად გამკლავებას ახორციელებს.

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი Nokia-ს და Samsung-ის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობს გამონახოს ამ პრობლემის გადაჭრის გზები, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც აღნიშნული პრობლემებით გამოწვეული ზარალი ქვეყნის ბიუჯეტში  შენატანების სახით, რომელიც უკვე რამოდენიმე მილიონ ლარს აღწევს, ასევე ქვეყნის იმიჯის შერყევას, აღნიშნულ მსხვილ კომპანიებთან შემდგომი თანამშრომლობის შანსების დაკარგვას.