2010 წლის 10 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც განსახილველად წარდგენილი იყო   საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ”, აღნიშნული პროექტი წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ირაკლი ქაშიბაძემ, პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა,  ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი  ახლო მომავალში  დაიწყება, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება და 2011 წლის აპრილსის ბოლოს დასრულდება.

            საქართველოს ელექტრონული საკომუნკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებული ნუმერაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, არსებული ნუმერაციის დეფიციტის აღმოფხვრას, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას,სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭირვალე არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფას,ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მომსახურების მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას,  სამეწარმეო საქმიანობის და კონკურენციის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მომსახურებათა ტრადიციული სახეობების გაუმჯობესებას და ახალი სახეობების განვითარებას.

Numeraciis Erovnuli Sistema;Danarti N 1;Danarti N 2;Danarti N 3;Danarti N 4;Numeracia-prezentacia