13 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. პეკინში გაიმართა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-4 სხდომა. ქართული მხრიდან კომისიას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე აბესალომ კეკელია, ხოლო ჩინეთის მხრიდან – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლი ცზინიუანი.

კომისიის სხდომის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები.

აღნიშნული კომისიის მე-4 სხდომის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვა და სხვა სფეროებში, მათ შორის  ინფოკომუნიკაციების შფეროში, კერძოდ : პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით IT მენეჯერებისა და სპეციალისტების მომზადება/გადამზადებაში თანამშრომლობას;  ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და IT ინოვაციების განვითარების ტექნოლოგიური პარკების შექმნაში გამოცდილების გაზიარებას;  რეგიონალური მონაცემთა ცენტრების (დატა ცენტრების)  შექმნის პერსპექტივის განსაზღვრას; ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალების მშენებლობის საკითხის განხილვას; IT ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობის შესაძლებლობის განხილვას და აღნიშნული საკითხით ჩინური კომპანიების დაინტერესებას; საქართველოს და ჩინეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის როუმინგული მომსახურების ტარიფების შემცირების პროცესის ხელშეწყობას; საქართველოში  E-Health Platform-ის სისტემის შექმაში დახმარებას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ბატონი ირაკლი ქაშიბაძე შეხვდა მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ უდიდესი კომპანიების ”Huawei”-ის  და ” ZTE”-ის ხელმძღვანელებს, შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვა და სხვა საკითხები მათ შორის საქართველოდან სპეციალისტების მოზადება-გადამზადების საკითხები, ჩინური კომპანიების წარმომადგენლება თანამშრომლობის შემდგომი  გაღრმავების  დიდი სურვილი გამოთქვეს.