კომპანია HP-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მომორანდუმის ფარგლებში, რომლის შესაბამისად HP-მ საქართველოში კოლექტიური IT მომსახურების და მონაცემთა შენახვის (დატა) ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს სამინისტროში  იმყოფება კომპანია HP- ის დელეგაცია.

ცენტრის დაფუძნების პარალელურად, HP საქართველოს მთავრობასთან ერთად საერთო ინიციატივის წამოწყებას გეგმავს, რომელიც საქართველოში IT სექტორის განვითარებას ემსახურება. განზრახვების მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილია ინიციატივა IT სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად, უნივერსიტეტებში IT ინოვაციების ხელშეწყობისათვის და IT ინკუბატორების განვითარების პროცესში მხარდაჭერას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ცენტრის შესაქმნელად HP საქართველოში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს და ასობით ქართველი IT სპეციალისტის დასაქმდებას. შესაბამისად, ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ქვეყნიდან გაუსვლელად წარმოაჩინონ საკუთარი თავი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ IT კომპანიაში. შედეგად საქართველოს კონკურენტუნარიანობა IT-ს საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება და გაამტკიცებს ჩვენი ქვეყნის, როგორც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმზიდველი ქვეყნის პოზიციებს.