Image

28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინურ კომპანია ”HUAWEI”-სთან. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ. ჩინურ კომპანია ”HUAWEI”-სთან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ საქართველოს გადმოეცემა 370.000 დოლარის ღირებულების დატა-ცენტრი, ასევე უახლესი VDI ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერი სრული კომპლექტაციით.

Imageეს არის სამხრეთ კავკასიაში ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიის პირველი ასეთი მსხვილი დონაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას, მთავრობაში თანამედროვე დატა-ცენტრების და Cloud სისტემების გამოყენებას, რესურსების ოპტიმიზაციას. გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ექსპორტზე ორიენტირებული IT-ინდუსტრიის გასავითარებლად.

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას ექსპორტზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, სადაც ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან. ამ თვალსაზირისით, კი თანამშრომლობა ჩინურ მხარესთან მნიშვნელოვანია.

Imageკომპანია ”HUAWEI” წარმოადგენს მულტინაციონალურ კომპანიას 110.000 თანამშრომელით 140- ზე მეტ ქვეყანაში. ”HUAWEI” არის მსოფლიოს მაშტაბით სიდიდით მე-2-ე სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია. 2010 წელს ”HUAWEI”-ის შემოსავალმა 28 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2011 წელს კომპანიის მოგების 24 პროცენტი ზრდა არის მოსალოდნელი. ”HUAWEI”-ს საკუთარი კვლევითი ცენტრები 20 ქვეყანაში აქვს, სადაც თანამშრომელთა 46 პროცენტი კვლევითი მიმართულებით არის დასაქმებული.