მიმდინარე წლის 21 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი შეხვდა ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ექსპერტებს,  შეხვედრა გაიმართა EBRD-ის  და ფინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოსამზადებელი  პროგრამის  ”საქართველო: ინფოკომუნიკაციების პოლიტიკა და რეგულირების განვითარება” საკითხებზე,  პროგრამის  მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინფოკომუნიკაციების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტების კომპლექსის პროექტების მომზადება.

 

საქართველოში ინფოკომუნიკაციების განვითარების პოლიტიკის კომპლექსური დოკუმენტის პროექტზე მუშაობა 2012 წლის ბოლოსთვის დასრულდება და მასში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილული იქნება ციფრული მაუწყებლობის განვითარების ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი საკითხებიც ეს კი საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში მიზანდასახულად და გეგმაზომიერად განხორციელდეს ინფოკომუნიკაციების სფეროს შემდგომი ინოვაციური განვითარება.