GDG თბილისის ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით  27 ივნისს, 19 საათზე საქართველო მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად წელს პირველად უმასპინძლა Google-ის ყოველწლიურ და ყველაზე მასტაბურ კონფერენციის Google I/O-ს ლოკალურ ღონისძიებას – Google I/O Extendedს. შეხვედრას 100–ზე მეტი ახალგაზრდა დეველოპერი, IT კომპანიების წარმომადგენელი და უბრალოდ Google-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიების ცენტრ “შპს ვუუდ სერვისში”. ღონისძიების ფარგლებში:

  • მოხდა გამოსვლების პირდაპირი ტრანსლაცია სან – ფრანცისკოდან
  • მოეწყო ქართველი კომპანიებისა და ინდივიდუალი დეველოპერების მიერ შექმნილი ვებ და მობილური აპლიკაციებისა და თამაშების გამოფენა – Developers’ Expo
  • ამასთან ერთად, მოხდა Google Apps Developers Challenge გლობალური კონკურსის პრეზენტაცია.