ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის ორგანიზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხადაჭერით 15 ივლისს უკვე მეორედ წარმატებით განხორციელდა ბიზნეს მარათონი 20 = 200.

20 = 200 არის ბიზნეს მარათონი ახალგაზრდებისათვის. 10–მა გუნდმა 20 ლარიანი საწყისი კაპიტალით უნდა მოახერხოს 200 და მეტი ლარის გამომუშავება 12 საათის გამვალობაში კრეატიული ბიზნეს აქტივობის საშუალებით. ბიზნეს მარათონი თბილისის სხვადასხვა ხალმხრავალ ადგილებში გაიმართა როგორიცაა: კუს ტბა, რიყის პარკი, აეროპორტი და ჭავჭავაძის გამზირი.
ბიზნეს აქტივობის მიმართულებები:
1. ინვენტარის გაქირავება (მაგ.: დარპის, ფრიზბის, ბაბმინტონის, სხვა ინვენტარის გაქირავება, პარალელურად შეჯიბრებების მოწყობა, მიზანში სროლაზე, შორს სროლაზე და ა.შ)
2. არამატერიალური სერვისი (მაგ.: როგორ იწერება შენი სახელი ჩინურად, მკითხაობა ტაროზე იუმორის ელემენტებით, საბავშო მოხატვა, სწრაფი ტატუ, ჰოროსკოპი, მასაჟი და ა.შ)

3. დაბალი ღირებულების ნივთის ძვირად გაყიდვა (მაგ.: ცივი წყალი, ჩაი, ყავა, მიწა და შიგნით ნარგავები, ა.შ)
4. ციფრული მონაცემები (კომპაქტ დისკებზე დუბლირებული მონაცემები)
5. ექსკლუზივი
6. სხვა ნებისმიერი ლეგალური ბიზნეს აქტივობასაერთო ჯამში  10–მა გუნდა 200 ლარიანი საწყისი კაპიტალით 12 საათში 2437 გამოიმუშავა.

ბიზნეს მარათონი 20 = 200 ახალგაზრდებში მეწარმეობის და ინოვაციური აზროვნების განვითარების უნიკალური საშუალებაა. რომელიც თავისთავად ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიძგს აძლევს მომავალ ბიზნესებს.
ღონისძიებას  ასევ მხარს უჭირდა : საქართველოს უნივერსიტეტი, კომპანიები გუდვილი, ლეისი და პეპსი.