თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის –  GDG თბილისის  ფარგლებში ანდროიდის დეველოპერების ჯგუფი ჩამოყალიბდა.
ანდროიდის დეველოპერების ჯგუფი არის თვითგანვითარებადი ქომუნითი რომლის მიზანია :
* ერთმანეთთან დააკავშიროს სხვადასხვა გამოცდილების და ცოდნის მქონე ადამიანები რომლებსაც აერთიანებს ინტერესი ანდროიდზე დეველოპმენტის მიმართ.
* მისცეს მათ საშუალება რეგულარულად შეხვდნენ ერთმანეთს და გაცვალონ ინფორმაცია.
* ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, როგორიცაა ტრეინინგი, ერთოვლივი პროექტები, ჰაკატონი თუ სხვა.
* ანდროდის აპლიკაციის დამზადებით დაინტერესებული ბიზნესი თუ სახელმწიფო სტრუქტურები დააკავშიროს ჯგუფის წევრებთან.
* დამსაქმებლების უზრუნველყოფა კვალიფიცირებული კადრებით ამ სფეროში.
ჯგუფის წევრები კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან, ერთად მუშაობენ კონკრეტულ პროექტებსა და აპლიკაციებსა, ანდროიდის მიმართულებით იღრმავებენ ცოდნას და იღებენ გამოცდილებას.