დამწყებ IT კომპანიებს საქართველოდან მიეცა შესაძლებლობა მონაწილოება მიეღოთ საერთაშორისო დონის მენტორულ  პროგრამაში Start-Up Wise Guys (http://www.startupwiseguys.com/).  აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მოიძებნოს მსოფლიოს მაშტაბით დამწყები საინტერესო ინტერნეტ პროექტები, ასევე მობილური აპლიკაციების თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გუნდები უნიკალური იდეებით.

შერჩეული გუნდები მიიღებენ 5000-დან 15000 ევრომდე საწყის კაპიტალს ესტონეთში გასამგზავრებლად და იქ თავისი პროექტის 10 კვირის განმავლობაში დასახვეწად.  გუნდებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაციები 70-ზე მეტი საერთაშორისო მენტორისაგან.

პროგრამის დასრულების შემდეგ, კომპანია Start-Up Wise Guys უზრნველყოფილია საინვესტიციო ფონდებისაგან 1 მილიონიანი კაპიტალით, რომელიც მას შეუძლია დამწყებ IT კომპანიებში ინვესტიციების სახით ჩადოს.

29-30 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოში 12 ქართველი ახალგაზრდა ინოვატორი ჯგუფისთვის გაიმართა საკონსულტაციო სესიები პროგრამის ესტონელი ხელმძღვანელისგან. გუნდებმა გამოცდილი IT კონსულტანტისგან  საკუთარი Start-Up პროექტების იდეების, მარკეტინგული სტრატეგიების და ტექნიკური ნაწილის დასახვეწად რჩევები

Start-Up Wise Guys პროგრამაში საქართველოდან ნებისმიერმა დამწყებმა IT პროექტმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. მიიღეს. 10 ნოემბრამდე უნდა მოასწრონ დარეგისტრირება მისამართზე (ინტერნეტი, მობილური აპლიკაციები, პროგრამული უზრუნველყოფა).  ქართულმა ჯგუფებმა
დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიუხედავათ უკვე ჩატარებული საკონსულტაციო სესიისა, შეიძლება მოგვმართონ დამატებითი კითხვებისთვის. http://www.startupwiseguys.com/.