დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკამონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი;

კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელებისა და საშუალებების  განვითარების  მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;

საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტარტეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე;

საერთაშორისო წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მათი საერთაშორისო-სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია;

კავშირგაბმულობის ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი;

საქართველოს წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კაბშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო – სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებში;

კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიებთან და საფინანსო ინტიტუტებთან თანამშრომლობა; ეროვნული საფოსტო საგადადასახადო ნიშნების გამოცემა;

ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ კომპანიასა და ორგანიზაციებთან. მონაწილეობას იღებს სახელმწიფო კომისიების მუშაობაში და აწყობს საერთაშორისო გამოფენებს.

დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის – ინფოკომუნიკაციების სამმართველო და საფოსტო კავშირის სამმართველო